წყალტუბოში შექმნილი NFT-ი, სახელწოდებით “ეიფორია”, რომელზეც შვედმა არტისტმა, რაიან კუპმანსმა იმუშავა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სააუქციონო სახლის, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ არტისტი “ინსტაგრამში” წერს. მისივე თქმით, აუქციონამდე ნამუშევარი, რომელიც ბლოკჩეინზე არის ინტერგრირებული და შესაბამისად, უნიკალურია, Sotheby's-ის პარიზის გალერეაში იქნება გამოფენილი.
ბრიტანულ-ამერიკული სააუქციონო სახლის შეფასებით, “ეიფორია” ციფრული ნამუშევარია, რომლითაც ავტორი მაყურებელს დროის უწყვეტობის, ბუნების აღორძინებისა და არქიტექტურული ლანდშაფტის სოციალურ-ისტორიული ნუიანსების შესახებ უამბობს. მათივე თქმით, ამ ნამუშევრით, რომელიც ფოტოგრაფიისა და ანიმაციის შერეული ტექნიკითაა შესრულებული, რაიან კუპსმანმა მიტოვებული ისტორიული შენობა გააცოცხლა და მას სიურრეალისტური ელფერი შესძინა.
აუქციონი, რომელზეც შვედი არტისტის ნამუშევარი გაიყიდება, უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, “ეიფორია” ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული ნამუშევარია კოლექციაში, რომლის გასაყიდი ფასი, სააუქციონო სახლის შეფასებით, 25-დან 35 ათას ევრომდე შუალედში იქნება. აუქციონით დაინტერესებულ პირებს, გადახდა კრიპტოვალუტითაც შეუძლიათ.
ცნობისთვის: “ეიფორია” NFT-ნამუშევრების იმ კოლექციის ნაწილია, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. გასულ წლის ივნისში, ამ კოლექციაში შემავალი ერთ-ერთ ნამუშევარი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შეიძინა. ის ნამუშევარი, ისევე, როგორც “ეიფორია” წყალტუბოს სანატორიუმთაგან ერთ-ერთის ოთახში არის გადაღებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო