მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ ორგანიზებით ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება

62e7b3990dc3b
BM.GE
01.08.22 15:04
916
წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება. ცხენოსნები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას.

ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

კომპანია „წყალი მარგებლისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება, რომლის მანძილი 1 200 მ, 1 200 მ, 2 400 მ და 4 800 მეტრს შეადგენს.

წყაროს წყალმა ბახმარომ ფულადი საპრიზო ფონდი 15 000 ლარი დააწესა.

კომპანია სს "წყალი მარგებლის" მიზანია ხელი შეუწყოს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართება 18 აგვისტოს, 12:00 საათზე ბახმაროში, დოღის სტარტთან.
შეჯიბრის დაწყების დრო - 19 აგვისტო 13:00 საათი.
(R)