13.მარტი .2020 15:15

წყლის გადასახადის დარიცხვა დისტანციურად, პირობითად მოხდება

views 376
უკან

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, წყლის გადასახადის დარიცხვა უახლოესი მომავლიდან პირობითად მოხდება და მოგვიანებით მოხდება მისი გასწორება.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა საჯარო უწყებებს დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენ სამინისტროში შედის, აღარ ივლის და მოხდება პირობითი დარიცხვა, რომელიც შემდგომში გასწორდება ფაქტობრივი ანაზომის დროს,“ - განაცხადა მინისტრმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა