მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი მომზადებულია“ - მინისტრის მოადგილე

6019734b4ff32
ნუცა ბაზლიძე
03.02.21 10:30
727
„წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი მომზადებულია. მან არაერთი განხილვის პროცესი გაიარა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში პარლამენტში განხილვას შევძლებთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე განმარტებით, დაწყებულია წყლის რესურსების რაოდენობრივი გამოკვლევა, რაც მდინარეების აუზის შესწავლას და იქ მონიტორინგის სისტემების განთავსებას უკავშირდება. 

ამასთან, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში არაერთ ტერიტორიაზე იკვლევენ წყლის ხარისხს. 

„ევროკავშირის მხარდაჭერით, შევქმენით რეგიონში პირველი ლაბორატორია, სადაც წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა არის შესაძლებელი“, - განმარტავს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.