22.იანვარი .2020 17:46

წყნეთის "სამთავრობო აგარაკები“ ვერ გაიყიდა - აუქციონი დასრულდა

views 413
უკან

თბილისში ე.წ. "წყნეთის სამთავრობო აგარაკები" ვერ გაიყიდა.

ელექტრონული აუქციონი 17:00 საათზე დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55,710,287 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორიის შემძენს ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

უცნობია, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ობიექტს კიდევ გამოიტანს თუ არა გასაყიდად და - როდის. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა