წყნეთში, „People in Need“ საქართველოს, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიასა და კავშირი ასოციაცია „აგორა“-სთან თანამშრომლობით მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს ყველა კუთხიდან თაფლისა და თაფლის პროდუქტების ფართო არჩევანი წარმოადგინეს. მეფუტკრეებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბაგების ცენტრის 2022 წლის გეგმებს სერვისის შეთავაზებებისა და საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით.
ამასთან, ბაგების ცენტრის ინიციატივით და დარგის ექსპერტების ჩართულობით, გაიმართა დისკუსია მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ. დისკუსიის დროს წარმოდგენილი იყო ცენტრში მიმდინარე ტრენინგების შედეგად, SWOT-ანალიზის საშუალებით მიღებული საჭიროებების პრეზენტაცია.
მსგავსი შეხვედრის ორგანიზებით, ბაგების ცენტრი ადვოკატირებას გაუწევს დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს სხვადასხვა დონეზე, ხელს შეუწყობს გამოიყენონ ცენტრის შესაძლებლობები და სივრცე, როგორც პლატფორმა სიახლეების ინიცირებისათვის მეფუტკრეობაში.
Bagebee-ის მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.
- BageBee Centre-ის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება სასოფლო/საქალაქო კავშირს, მდგრად სოფლის მეურნეობასა და "თბილისი, როგორც მწვანე ქალაქის“ ხედვას;
- BageBee Centre-ის მთავარი პრინციპებია გარემოს დაფასება, მდგრადი რესურსის გამოყენება და ეკონომიკური ზრდა;
- BageBee Centre-ის მთავარი მიზანია ემსახურებოდეს ძირითად როლს საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ზრდაში.
მოკლედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შესახებ საქართველო არის ჩეხეთის განვითარების ერთ – ერთი პარტნიორი. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზით და მოვიდა დღევანდელ სახემდე, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და საქართველოს ევროკავშირში წარმატებით ინტეგრაციას.
People In Need (PIN) კი არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი