2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს.
ISET-ის თანახმად, წლის ამ დროს ინდექსს ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რასაც რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რადგან ამ სეზონზე რძის წარმოება იკლებს და მოთხოვნა იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომელიც რძის შემცვლელად გამოიყენება, იზრდება.
"აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ხაჭაპურის ინგრეიდიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში: ყველი – 35.2%-ით, ფქვილი – 19.9%-ით, კარაქი – 19.8%-ით, საფუარი – 15.1%-ით, კვერცხი – 10.1%-ით. ფასების წლიური ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებმა განაპირობა: რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სტაბილურობასა და არსებული მდგომარეობის მიმართ გაურკვევლობაზე, რაც გლობალურად მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნაზე აისახა.
რძის სექტორისთვის ინგრედიენტების დეფიციტი და წარმოების საშუალებების ხარჯების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ომის ფონზე პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოების შემცირებამ გამოიწვია წარმოების ხარჯების ზრდა. მეტიც, ენერგეტიკული დანახარჯების ზრდამ, რამაც, თავის მხრივ, სასუქების ფასებზეც იმოქმედა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობა.
მოსალოდნელია, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოახლოებული საახალწლო დღესასწაულის გამო მოთხოვნა გაიზრდება. დიდი ალბათობით, ზამთარში მიწოდების შემცირების ფონზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება", - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი