10.ოქტომბერი.2018 14:44
საზოგადოება

ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა - რა ჯდება იმერული ხაჭაპურის გამოცხობა

ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა - რა ჯდება იმერული ხაჭაპურის გამოცხობა
ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სექტემბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასმა 3.56 ლარს მიაღწია, რაც ხაჭაპურის ინდექსის 3.7%-იან ზრდაზე აისახება.

სექტემბრის განმავლობაში პროდუქტის ფასების ზრდა რძისა და ყველის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული.

ISET-ის თანახმად, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა და ფასები 3.50 ლარიდან - 3.64 ლარამდე მერყეობს. მინიმალური ღირებულება (3.5 ლარი) თბილისში ფიქსირდება, მაქსიმალური (3.64 ლარი) კი - თელავში.

მათივე განცხადებით, ხაჭაპურის ფასების ზრდა საქართველოში რთველის დაწყებასთან არის დაკავშირებული. პროდუქტზე ფასების ცვლილების ინდექსი თბილისში 0.4%-ს უტოლდება, თელავში მაჩვენებელი 0.2%-ით გაიზარდა, ბათუმში კი 5.4%-ით მატება დაფიქსირდა. ქუთაისში ხაჭაპურის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა და ცვლილებამ 9.4% შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის სექტემბერში ინფლაცია დონემ აგვისტოსთან შედარებით 0.3% იყო.
მათივე ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1.8%-ით გაიზარდა. ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 2.1%-ით მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის თანახმად, რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასები 1.4%-ით შემცირდა.


ავტორი: ნინი თურქია

21.ივნისი.2019 00:15
146

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
178

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
252

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
296

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
272

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
664

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად