„ხალიკ ბანკი“ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მომხმარებელთა და თანამშრომელთა ზრუნვისა და კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.
მომხმარებლებს რომელთაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 24 07 07.
მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან საშეღავათო პერიოდი განიხილება ინდივიდუალურად.
ფილიალებში ნაკადის შემცირების მიზნით, როგორც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის, ასევე სხვა საბანკო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დისტანციურად, რაც პოტენციურად შეამცირებს ვირუსის გადადების რისკს.
კორონა ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის გთხოვთ:
• მინიმუმამდე შეამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება (ანგარიშებზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალში მდებარე სწრაფი გადახდის აპარატებით ასევე ნებისმიერი თიბისი ფეის და ფეიბოქსის აპარატებით);
• ისარგებლოთ საბანკო ბარათებით და გადახდები განახორციელოთ პოს ტერმინალებით;
• გადაიხადოთ კომუნალურები და სხვა გადახდები ინტერნეტ ბანკის საშუალებით;
• შეასრულოთ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა დისტანციურად, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
• უკიდურეს შემთხვევაში თანხის გასანაღდებლად, ჩვენი ბანკომატების გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანალოგიური ტარიფებით თიბისის, ვითიბის და ბაზის ბანკის ბანკომატებით.
ერთობლივი ძალისხმევით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სახის სირთულე გადალახული იქნება უმოკლეს დროში”, - ნათქვამია „ხალიკ ბანკის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკმა“, „თიბისი ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ვითიბი ბანკმა“ და „ბაზის ბანკმა“ ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშერავათო პერიოდის გადაწყვეტილება 13 მარტს მიიღეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე