მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხალხს ფული არ აქვს, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ მყარდება ლარი - ფინანსისტი

5ed7a3b296c19
ინგა მურუსიძე
03.06.20 18:05
4409
ხალხს ფული არ აქვს - ბუკვალურად ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მყარდება ახლა ლარი, - ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ლარის კურის გამყარების ტენდენციის კომენტირებისას განუცხადა.

"ხალხს ფული არ აქვს - ბუკვალურად ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მყარდება ახლა ლარი, ანუ მოხმარება მცირდება. მოხდა ის, რომ შემცირდა ტურიზმი, ფულადი გზავნილები, დოლარის შემოდინება შემცირდა და ლარმა დაიწყო ვარდნა, ის იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო და მერე დაიწყო გამყარება. ახლა მიდის მეორე პროცესი - მცირდება მოხმარება და შესაბამისად, მცირდება დოლარზე მოთხოვნაც, იმპორტის რაოდენობაც და ეს არის თანმდევი პროცესი, რომელიც მიდის ამ წუთას. ხვალ და ზეგ შეიძლება ისევ უკუპროცესი დაიწყოს და ა.შ. ზოგადად, ბევრს ჰგონია, რომ ლარი მყარდება მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება და პირიქით, უფასურდება მაშინ, როცა ეკონომიკაში პრობლემებია - ეს მცდარი შეხედულებაა და ეს ასე არ არის", - განაცხადა ცომაიამ.

მისივე შეფასებით, ლარის კურსზე ასევე გავლენას ახდენს დონორების მიერ დარიცხული თანხებიც.

"დონორების მიერ ჩამორიცხულ თანხებს რაც შეეხება, ესეც ახდენს კურსზე გავლენას რა თქმა უნდა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ შემოდის დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქმნის მოლოდინს, რომ ლარი გამყარდება და ლარიც წინასწარ მყარდება.

ზოგადად, სავალუტო ბაზარზე მოვლენები გაცილებით ადრე ვითარდება, ვიდრე მოვლენა მოხდება, ანუ საკმარისია უკვე იმის მოლოდინი, რომ უცხოური ვალუტა უნდა შემოვიდეს დიდი რაოდენობით, ეკონომიკური სუბიექტები წინასწარ იჭერენ თადარიგს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეცესია გვაქვს და ეკონომიკური ვარდნა საკმაოდ მაღალია, მე არ მგონია, რომ სავალუტო სპეკულაციები სავალუტო ბაზრებზე დიდ მოცულობებს იკავებს, ამიტომ იქამდე, ვიდრე ფიზიკურად არ არის შემოსული უცხოური ვალუტების დიდი რაოდენობა, ამიტომ არ მგონია, ამას ჰქონდეს ძალიან დიდი გავლენა ლარის გაუფასურებაზე, თუმცა გარკვეული გავლენა აქვს", - განაცხადა ეკონომისტმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ცომაია მიიჩნევს, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ და თავისუფლად შეიძლება ლარი გაუფასურდეს.

"ზოგადად, იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, მით უმეტეს, დღევანდელ მოვლენებთან მიმართებაში, შეუძლებელია", - განაცხადა ცომაიამ.