მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხალხს უნდა მოგზაურობა, თუმცა არასტაბილურობის განცდა აქვთ“ - "მარიოტის" სასტუმროების გენდირექტორი

62832d01c93c2
თათია კაკიაშვილი
17.05.22 21:31
798

„ხალხს უნდა მოგზაურობა, თუმცა პანდემიის გამო არასტაბილურობის განცდა აქვთ და წინასწარი ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ,“ - ამის შესახებ BMG-ის „თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ თბილისის“ და „მოქსი თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა კამერონ მაკნილმა განუცხადა.

მაკნილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს, რაც, მისი თქმით, პანდემიური ლოქდაუნების შედეგია. თავის მხრივ, "მარიოტის" სასტუმროები ადგილობრივ დამსვენებელზე მეტად, ბიზნეს ტურისტებს იზიდავს. რაც შეეხება ფასებს, "თბილისი მარიოტში" განთავსება ერთ პერსონას 80-დან 400 დოლარამდე უჯდება.

„სტუმრებისთვის სამი სხვადასხვა საფასო კატეგორია გვაქვს და ყველანაირ სტუმარს შეგვიძლია, შევთავაზოთ მომსახურება - 80-დოლარიანი სტანდარტული ნომრიდან დაწყებული 400 დოლარის ღირებულების ე.წ. ლაქშერი ნომრის ჩათვლით. რაც შეეხება ჯავშნებს, აშკარად დადებითი მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან ზაფხულში ფრენების მატებას ველით, რაც დატვირთულობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ხალხს უნდა მოგზაურობა, თუმცა პანდემიის გამო არასტაბილურობის განცდა აქვთ და წინასწარი ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო, ჩვენს სასტუმროებში ფასები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაკლებულია,“ - განაცხადა კამერონ მაკნილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და 2019 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი თითქმის 70%-ით არის აღდგენილი".