22.აგვისტო .2019 17:19

ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია გაგზავნილი

views 217
უკან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

როგორც სამსახურის Facebook–ის გვერდზეა აღნიშნული, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზეა გავრცელებული. 

"ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გარდა ამისა, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენიც ჩაერთვება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა