08.თებერვალი .2021 10:10

ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიები დაზღვეული იყო - "ლილო მოლი"

ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიები დაზღვეული იყო - "ლილო მოლი"
views 1275
უკან

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიები დაზღვეული იყო. ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ გააჟღერა. მისი თქმით, დაზიანებულია 60 კვადრატამდე ტერიტორია.

„ორი მაღაზიაა დაზიანებული, ერთი წყლისგან, მეორე - ხანძრისგან. ორივე მაღაზია დაზღვეულია. ახლა დალაგება-დასუფთავების სამუშაოები დამთავრდება, ყველაფერს მივხედავთ. შოპინგი დანარჩენ ტერიტორიაზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისი განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, თუმცა, სავარაუდოდ, ვინმეს რამე დარჩა ჩართული, რადგან გუშინ დალაგება-დასუფთავების სამუშაო მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა