პირეველი ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსების სისტემა შეცვალა და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ს, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაიყვანა. საქმე ის არის, რომ თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1-ელი ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ახალი სისტემით კლინიკებს კალკულაციას პაციენტის გაწერის დღეს აძლევენ.
თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, გეგმიური შემთხვევების დროს, ე.წ. „წინასწარი DRG” მოქმედებს, როდესაც პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს გეგმიურ ჩარევაზე.
„DRG კოდი არ გენერირდება მანამ, სანამ შემთხვევა არ დასრულდება და ყველა მონაცემი არ იქნება ატვირთული სისტემაში. თუმცა, გეგმიური შემთხვევების დროს, ჩვენ შემოვიღეთ "წინასწარი DRG"-ს ცნება, როდესაც კლინიკას შეუძლია DRG წინასწარ დააგენერიროს, გამოაგზავნოს საგარანტიო მოთხოვნისთვის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში და მეტ-ნაკლებად ეს თემა მოგვარებულია, რომ პაციენტს წინასწარ მისდის შეტყობინება, თუ რამდენის გადახდა მოუწევს გეგმიურ ჩარევაზე. რაც შეეხება გადაუდებელ ჩარევას, სულ ქვეყანაში არის დაგენერირებული 608 DRG კოდი, აქედან 510 არის აქტიური, რომელიც ამ ეტაპზე მინისტრის ბრძანებით დავამტკიცეთ. ყველა კლინიკას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მარტივად ადაპტირდეს, თუ რომელი ტიპის შემთხვევა რომელი DRG-ის ქვეშ შეიძლება მოიაზრებოდეს, ამის დათვლა და პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ კლინიკებთან, რომ მათთან სწორი კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ეკა ადამიამ.
როგორც ის აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო პარალელურად DRG მოდელის დახვეწაზე მუშაობს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ფიქსირებული თანაგადახდის შესაძლებლობა გაჩნდეს, არა მხოლოდ გადუდებელ, არამედ ნებისმიერ შემთხვევაზე.
როგორც ცნობილია, DRG ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მოქმედებს და სრულყოფილად ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი