25.იანვარი .2020 11:38

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

views 175
უკან

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1–კმ27 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა