მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება - რა ნაბიჯებს დგამს წყალმომარაგების კომპანია?

62fa153a9bc1b
BM.GE
16.08.22 09:40
732
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოებს ახორციელებს.

უწყების ცნობით, ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ღცისის სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს", - აცხადებენ კომპანიაში.

ამ დროისთვის, ხაშურის ახალი, თანამედროვე წყლისა და წყალრინების სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი.