მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურისთვის სახელმწიფომ "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4.5 მლნ ლარი გამოყო - რა იგეგმება?

6288d69904f12
BM.GE
21.05.22 17:00
944
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, პროექტისთვის 4.5 მლნ ლარია გამოყოფილი და ასევე გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტს 567 ათას ლარამდე გადასცემს.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები" პრემიერმა დაახლოებით ერთი წლის წინ დააანონსა. პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.