მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხათუნა ზახაშვილი - „გრიპსაც შეუძლია მოკლას ადამიანი... აიცერით“

5fae97e44f333
ინგა მურუსიძე
13.11.20 18:30
988
"უპრეცედენტო ზამთარი გველის, რა იქნება და როგორ წავა გრიპის ვირუსები, რომელიც მოსალოდნელია, არავინ იცის". განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, მომავალ კვირებში ალბათ გრიპის ცირკულაცია დაიწყება ქვეყანაში.

ზახაშვილის შეფასებით, გრიპიც არასასიამოვნოა და მწვავე ვირუსული რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც ისევე როგორც კოვიდს, აქვს პოტენციალი გამოიწვიოს მძიმე დაავადება, მოკლას კიდეც ადამიანი.

„მოდით ნუ ვიზამთ ისე, რომ შემთხვევები გაორმაგდეს. სახელმწიფომ შემოიტანა გრიპის ვაქცინების გარკვეული რაოდენობა. უნიკალურად დიდი რაოდენობა გვაქვს წელს. გრიპის ვაქცინაცია გადაარჩენს იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც რისკის ქვეშ არის. თუ ადამიანები აიცრებიან, დიდ ტვირთს ჩამოხსნიან ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა ზახაშვილმა.