12.სექტემბერი .2019 22:20

ხაზარაძე ბანკის სესხებზე: საპროცენტო განაკვეთს აწესებს ბაზარი და არა – ბანკი

views 564
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კომერციული ბანკების მოგება პირველ რიგში, ისევ საბრუნავ კაპიტალში და ეკონომიკის დაფინანსებაში მიდის. ამის შესახებ მან „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ კომერციული ბანკების მოგების მარჟებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ხაზარაძემ უპასუხა მოსაზრებას, რომლის თანახმად, ბანკების მოგება მზარდია, მოსახლეობა კი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით კიდევ უფრო ღარიბდება.

„საპროცენტო განაკვეთს არ აწესებს ბანკი, ამას აწესებს ბაზარი. ჩვენს ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიცია, არ შეიქმნა არცერთი ალტერნატიული ინსტრუმენტი, რომელიც დააფინანსებს ბიზნესს – კაპიტალის ბაზრის განვითარება, საფონდო ბირჟა, რომელიც განვითარებული არ არის და საბოლოო ჯამში, ეკონომიკის დაფინანსების მთელი სიმძიმე გადის ბანკებზე. სახელმწიფომ ვერ შექმნა დივერსიფიცირებული კაპიტალის ბაზარი და ადამიანებს ერთადერთი გზა რჩებათ, რომ მივიდნენ ბანკებში.

ბანკების მოგება ისევ საბრუნავ კაპიტალში და ეკონომიკის დაფინანსებაში მიდის. თუ ჩახედავთ ციფრებს, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. დღეს სიღარიბის პროპაგანდა მიდის – სიღარიბეს კი არ ვებრძვით, ვებრძვით იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სიღარიბიდან გამოსავალს (უზრუნველყოფენ)“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა