12.სექტემბერი .2019 21:05

ხაზარაძე: ბიზნესი, რომელიც რაღაც ზომის მერე გაიზრდება, ხელისუფლებას არ აწყობს

views 267
უკან

"იმ ხელისუფლებას ფული სჭირდებოდა და ბიზნესის დატერორება კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა - ერთი კონტროლი, ხოლო მეორე ის, რომ თუ ბევრს გაახურებ, თქვენ დაისჯებით", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, დღეს ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან სხვა სახის პრობლემაა.

"მიზეზი ჰქონდა (წინა ხელისუფლებას) ფულის ამოღების და სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვის. დღეს პრობლემა ფულის ამოღების თემა არ არის, პრობლემა არის კონტროლის თემა, თავისუფალი ბიზნესი, რომელიც რაღაც ზომის მერე გაიზრდება ამ ხელისუფლებას არ აწყობს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა