"თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
IPN-ის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვაზე, სცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "სრული აბსურდია და არ ეთანხმება".
ასევე ბადრი ჯაფარიძემ ბრალს „ცილისწამება და შეთითხნილი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.
"მე ვერ გავიგე რა წარმიდგინეს და რა ბრალი მაქვს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ", - განაცხადა თავის მხრივ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.
შეგახსენებთ: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება".
"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად 700 000-700 000 ლარის გირაო აქვთ შეფარდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს