15.სექტემბერი .2019 23:29

ხაზარაძე: ერთ–ერთმა ჩვენმა ჩინოვნიკმა ანაკლიის პორტის ამერიკელ ინვესტორს უთხრა, "გაჩერდეს"

views 783
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ერთ–ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა ანაკლიის პორტის ამერიკელ ინვესტორს უთხრა, რომ პროექტში ინვესტიცია შეეჩერებინა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრისას განაცხადა.

"ფორმალურად, 15 ოქტომბრამდე გვაქვს დედლაინი, ვადა, სადაც უნდა წარვადგინოთ ბოლო საბუთი, ანუ ინვესტორის საბუთი. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ორი ინვესტორი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით – ერთი უზარმაზარი ინგლისური ფონდია და მეორე ამერიკული, ერთ–ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ–ერთი ჩვენი ჩინოვნიკის (მიერ).... უბრალოდ, არ ვიცი, თორემ აუცილებლად ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა (ვინაობა) და გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება – ერთი, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პომპეოს ეთერში გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის 40 მილიარდიანი ფონდი, შემდეგ, პომპეოს განცხადებიდან მეორე დღეს, როცა ბახტაძე იმყოფებოდა აშშ–ში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვითხრეს, რომ "მწვანე შუქია", გაგრძელდა ეს პროცესი..

აგვისტოში უკვე ველოდებით უკანასკნელ დოკუმენტს, რომ დაამთავრეს შიდა აუდიტი, ყველაფერზე თითქმის მოვილაპარაკეთ და ისევ არის ნიშანი... აგვისტოში ვიღებთ ანალოგიურ კითხვას... უთხრეს, რომ გაჩერდით", – განაცხადა ხაზარაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გაჩერდა თუ არა ინვესტორი, ხაზარაძე პასუხობს – "ისევ ველოდებით".

"მეორე ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია "მერიდიანი", საინვესტიციო ფონდი", – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა