მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე: ივანიშვილს რუსეთთან ვალდებულებები აქვს, რუსეთიდან 6 მილიარდით ისე არავინ გაგიშვებს

5d7e97dba8395
დავით ჯალაღონია
15.09.19 23:56
1696
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის აზრით, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ვალდებულებები აქვს რუსეთთან. ამის შესახებ მან "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრისას განაცხადა.

"მას აქვს ვალდებულებები რუსეთთან, რადგან 6 მილიარდი დოლარი და ყველა ქართველს ღმერთმა ხელი მოუმართოს, როცა რუსეთიდან 6 მილიარდით გამოდიხარ და მე პირველი მილიონი მანეთი იქ გავაკეთე და მერე რომ შევედი უკვე, მივხვდი, რომ იქიდან უნდა გამოვსულიყავი, რადგან იქ კავშირების გარეშე გამორიცხულია.. ვალდებულების გარეშე 6 მილიარდით არავინ გაგიშვებს", – განაცხადა ხაზარაძემ.