"თიბისის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ჯაფარიძემ და ხაზარაძემ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საქმე ის არის, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და მოსამართლემ ისინი ნაცვლად ფულის გათეთრებისა, თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ იმის გამო, რომ დანაშაულს უკვე ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, პატიმრობა გაუუქმდათ.
როგორც მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, არცერთი დანაშაული ჩადენილი არ არის, ამიტომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით - არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება. სიმართლე დადგინდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ბრძოლა არ შეწყდება. „ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი. გპირდებით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ, უნდა გავერთიანდეთ და საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციოში ავთანდილ წერეთელიც. მისი შვილის, „TV პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთლის განცხადებით, ბრძოლა აქ არ მთავრდება.
“პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე. 3 წელი ვიყავით შტურმის ქვეშ მთელი ჩვენი ოჯახი. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ვატო წერეთელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ