12.სექტემბერი .2019 13:40

ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება

views 417
უკან

ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

როგორც მოძრაობის კიდევ ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათი პარტია ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის.

ხაზარაძე ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპზე მისი პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ითანამშრომლებს და ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად მოდიან.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, როცა გავალთ გამარჯვებულები არჩევნებზე, იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - აცხადებს ხაზარაძე.

ბადრი ჯაფარიძე მისი და მამუკა ხაზარაძის მიმართ სამთავრობო უწყებების მხრიდან რეპრესიებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათ მოძრაობას ვერ შეაფერხებს.

"რეპრესიები მიმდინარეობს უკვე ერთი წელია ჩვენს მიმართ. არ დარჩენილა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც არ განეხორციელებინა ეს რეპრესია თავისი მიმართულებით. შესაძლოა, ეს რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვაფერხებს. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია სხვა იმპულსის შემოტანა, გამაერთიანებელი იმპულსის შემოტანა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა