მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე კეზერაშვილზე: წაგებული ომის შემდეგ უზარმაზარი ბიზნესმენი გახდა

5d7ea04b3b26a
დავით ჯალაღონია
16.09.19 00:32
2811
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში ელიტარული კორუფცია იყო. ამის შესახებ მან "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრისას წამყვანების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელი ხელისუფლების პირობებში უკეთ გრძნობს თავს ბიზნესი.

"იყო ფონდები, რომლებსაც აბსოლუტურად დახურული სტატუსი ჰქონდა და ვინ მართავდა ამ ფონდებს, ან შიგნით, ან გარეთ....", – აღნიშნა ხაზარაძემ და აქვე უპასუხა კითხვას, „ჯიბეში იდებდა თუ არა მაშინაც ვინმე ფულს“.

"მე დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, იყო ელიტარული კორუფცია მაშინაც. როცა თავდაცვის მინისტრი, წაგებული ომის შემდეგ, უზარმაზარი ბიზნესმენი ხდება, იქ ჩემთვის დამთავრებული ამბავია, კეზერაშვილზე ვლაპარაკობ", – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება მოქმედი ხელისუფლების პირობებში არსებულ ბიზნესგარემოს, საკუთარი გამოცდილებით ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიზნესზე ასეთი ორკესტრირებული შეტევა, აქამდე მას არ ახსოვს.

"ჩვენს სიტუაციაში, ის რაც წელიწადნახევრის განმავლობაში აეწყო, ორკესტრირებული შეტევა, ამის მსგავსი არ გვინახავს", – აღნიშნა მან.