12.სექტემბერი .2019 22:15

ხაზარაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობას არ გეგმავს

views 593
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც „ევროპულ საქართველოსთან“ სამომავლოდ თანამშრომლობას არ გეგმავს. ამის შესახებ ხაზარაძემ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„მე ვერც ერთ და ვერც მეორე მხარესთან ვერ ვხედავ, მათი მოღვაწეობის მსოფლმხედველობის და ა.შ, ახლა ამ გადასახედიდან, თანამშრომლობაზე და კოალიციაზე ფიქრს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ამ ორ სუბიექტს მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკური ველი და მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პროპორციული არჩევნების ფონზე ძალიან ბევრი პატარ-პატარა მოთამაშე გაჩნდება, რომელიც იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თუ ჩვენ ხმები დაგვაკლდა, ამას ასეთ ადამიანებში მოვძებნით“, - განაცხადა ხაზარაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა