09.სექტემბერი .2019 14:11

ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

views 1206
უკან

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება და დაანონსდება ასევე პარტიის დაფუძნების დროც.

"მომდევნო ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღსა და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ თუ როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ იქნება ასევე უახლოეს ხანში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ხაზარაძის გუნდში მოაზრებასთან დაკავშირებით, ის ასე პასუხობს:

„რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ არც გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც იცით გიორგი წავიდა პოლიტიკიდან, ის მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კონსულტაცია მასთან ჩვენ არ გვქონია“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა