03.ოქტომბერი .2019 12:40

ხაზარაძე: შემიძლია, ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა ქვეყანა უუნარო მენეჯმენტით

views 696
უკან

„ქართულ ოცნებას" 2012 წელს მხარი მეც დავუჭირე და იმედი მქონდა, რომ წინ წავიდოდით. მან პრაქტიკულად არა მარტო ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრუჭიც ამოწია,“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანა ყველა პარამეტრით უკან მიდის და ის მზად არის, ნებისმიერ პირთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დებატისთვის.

„ჩვენ უკან მივდივართ ყველა პარამეტრით და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ, ნებისმიერთან დებატებში მივიღო მონაწილეობა. შემიძლია, იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყნა თავისი უუნარო მენეჯმენტით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის რეგიონებში გასვლას მალე დაიწყებს და დაპირების ნაცვლად მოსახლეობას მოუსმენს.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ გუნდის დამატებითი 12 წევრი წარადგინა.