26.აგვისტო .2019 13:31

ხაზარაძე–ჯაფარიძემ 700-700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს

views 444
უკან

"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 700-700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს.

როგორც BM.GE–ს ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, მათ გირაო კანონით დადგენილ ვადებში გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა