მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძეს საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის დაფუძნება სურს

5f65fb2016d13
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 18:00
1018
საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟის დაფუძნება „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე Forbes Talks-ში საუბრისას ამბობს, ეს იქნება ლონდონის არბიტრაჟის მსგავსი პროფესიონალური საარბიტრაჟო სახლი, რომლის დასაფუძნებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე ლონდონის არბიტრაჟის გუნდი მუშაობს.

„ჩვენ თუ გვინდა საერთაშორისო კაპიტალი მოვიზიდოთ, მათ უნდა შევთავაზოთ ის სამართლებრივი მოედანი, რომელიც მათ აქვთ ლონდონში, ნიუ -იორკში, ჟენევაში. მე ლონდონს ვახსენებ იმიტომ, რომ უკვე ხელმოწერილი მაქვს მათთან ხელშეკრულება, როცა ანაკლიის კონსორციუმს წარმოვადგენდი. ეს არის დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის იურისტთა გაერთიანება. 180 000 იურისტია გაერთიანებული. მათ ჩვენ კონტრაქტი დავუდეთ და უკვე მოამზადეს პირველი დოკუმენტაცია, თუ რა საკანონმდებლო აქტებია საჭირო, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ორი წერტილი, რაც არის საფონდო ბირჟა და საერთაშორისო არბიტრაჟი, გავძლევს შანსს მივუერთდეთ სამართლებრივად და ფინანსურად მსოფლიო ფინანსურ ცენტრებს. ჩვენი სასამართლო სისტემა რომ მთლიანად შესაცვლელია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ამას ვერ დაველოდებით. ჩვენ პირველივე დღიდან უნდა გამოვიტანოთ კომერციული დავები სასამართლო სისიტემიდან და საერთაშორისო დონეზე გადავიტანოთ მისი გადაწყვეტა“-ამბობს ხაზარაძე.