მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.
ეს დროებითი მექანიზმი იქნება წინაპირობა, იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც, ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული.
“მე მაქვს ახალი შემოთავაზება, რატომღაც მთავრობამ ჩემი წინა შეთავაზება არ გაითვალისწინა. მე მათ შევთავაზე, შეექნათ 3 მლრდ-იანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა არც ლარს და არც კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი. თუმცა, ახლა კიდევ ვთავაზობ ალტერნატივას, შექმენით გარანტია, მოსახლეობისთვის რომ ის ძველი კრედიტები გადაფინანსდეს, ამით მოეხსნება ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი. ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ამ კრიზისს გადავივლით, გავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით, როგორც ხალხს ასევე ეროვნულ ვალუტას, ამ შემთხვევაში არავინ არაფერს არ აგებს არც სახელმწიფო. ეს ხალხი ვისაც ვალდებულება აქვს ბანკებში არიან გადახდისუნარიანები, სხვა შემთხვევაში ბანკები მათთან არ ითანამშრომლებდნენ. უნდა მოხდეს ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ათვლის წერტილის დაწყება. ეკონომიკა ამოისუნთქებს ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რითაც უზარმაზარ ზარალში მიდიან და ბანკების ზარალი პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევისკენ. ამიტომ ვურჩევ მათ გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებდნენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფონდი კი საშუალებას მისცემდა კომპანიებს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი