მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძის მტკიცებით, ივანიშვილის ფონდმა ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

5e17894c10115
BM.GE
10.01.20 00:24
1205
"ერთ დიდ შეკრებაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მე ბედნიერი ვარ რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ მაქვს მიღებულიო", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ "მთავარის" ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა თანაინვესტირების ფონდსაც შესთავაზა, თუმცა, პასუხად უარი მიიღო.

"მე როცა დავიწყე, მის ფონდს (გულისხმობს ივანიშვილს) შევთავაზე მონაწილეობა. თანაინვესტირების ფონდს შევთავაზე ინვესტირება და დაახლოებით ერთ კვირაში დამიბრუნდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენთვის არ არის საინტერესოო.

მერე თქვენ თუ ნახეთ მისი ინტერვიუები, იქაც ამბობს, რომ ამ პროექტს არ აქვს ეკონომიკური საფუძველი და შესაძლოა, ამ პროექტმა ამონაგები 40 წლის შემდეგ ნახოს. მის აზრს ხომ ბანკები ისმენდნენ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს "ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ" საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.