მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტი ახალ პროექტს იწყებენ

616ef768a9b00
BM.GE
19.10.21 20:49
784
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კავკასიის უნივერსიტეტის და მარანი ხეცურიანის ერთობლივი პროექტის - "ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, სკოლა იწყებს ახალ სასერტიფიკატო პროგრამას - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" და ასევე აგრძელებს ღვინის საერთაშორისო კვალიფიკაციის WSET-ის სწავლებას საქართველოში.

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და "მარან ხეცურიანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, „მარანი ხეცურიანის“- დამფუძნებელმა, შალვა ხეცურიანმა.

აღსანიშნავია, რომ WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.
კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა - მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე, მსმენელი ცოდნას მიღებს თუ როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, როგორ პირობებში შევინახოთ იგი და რა ტემპერატურით მივირთვათ სხვადასხვა სტილის ღვინო. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.

კურსის დასაწყისი: 27 ნოემბერი (ონლაინ ლექციები)
კურსის დასასრული: 16 აპრილი
კურსზე რეგისტრაციის დასასრული: 5 ნოემბერი, 18:00 საათი
FB: khesturianiSommelierSchool