მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელებიც დამიბანია"- ხელნაკეთი საპნით გამოხატული მნიშვნელოვანი მესიჯი

5e243ef990c06
ნუცა ბაზლიძე
19.01.20 15:32
2050
ხელნაკეთი საპნის მწარმოებელი „საპო“ პროექტ „ხელებიც დამიბანიას“ საშუალებით საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას ახსენებს.

„გვაქვს პროექტი „ხელებიც დამიბანია“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილ საპნებს კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლების, თბილისში მდებარე შენობების ფორმა აქვს და მასზე დართული წიგნი მის ისტორიას აღწერს. ასევე, პროდუქციას თან ერთვის რუკა, სადაც შეგიძლიათ კონკრეტული შენობა იპოვოთ. აღნიშნული პროექტი უკავშირდება იმ ვითარებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ნადგურდება და თვალსა და ხელს შუა საპონივით ილევა“, - აღნიშნა „საპოს“ თანადამფუძნებელმა ნაილი ვახანიამ BM.GE-სთან საუბრისას.

როგორც ის განმარტავს, კომპანია ნატურალურ პროდუქტებზეა ორიენტირებული, რომლებიც მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება.

„ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტი კრეატიული და ბაზარზე არსებულისგან განსხვავებული იყოს. მაგალითად, გვაქვს საბავშვო საპონი. ამ პროდუქციას ცხოველების ფორმა აქვს, მოჰყვება წიგნი, ბოლო გვერდი კი შიგნით საპონშია დამალული“, - აღნიშნა „საპოს“ თანადამფუძნებელმა.

„საპოს“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრებიც იყვნენ, მონაწილეობა კონკურს Big Idea Challenge-ში მიიღეს, სადაც „საპო“ „ქვეყნის ჩემპიონი“ და საერთაშორისო ასპარეზზე „კრეატივის“ კატეგორიის გამარჯვებული გახდა. მოპოვებული დაფინანსებით „საპო“ წარმოების გააქტიურებას და პატარა საწარმოს გახსნას გეგმავს.

კომპანია ბაზარზე წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა. აღნიშნული პროდუქცია მაღაზიებში ხვდება, მათ შორისაა: „ლე კადო“, „ზერო ეფექტი“, „თბილი სიო“, „Gallery 27“, წიგნების მაღაზია „სანტა ესპერანსა“, 42|Concept Store, „ფორმა“.