მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასები 30%-ით შევამცირეთ, ალბათ მოგვიწევს ხალათებით ქუჩაში გამოსვლა" - ანზორ მელია

5e2ee2c41d5c2
ინგა მურუსიძე
27.01.20 18:49
3738
“ხელფასები 30%-ით შევამცირეთ, ალბათ მოგვიწევს ხალათებით ქუჩაში გამოსვლა”, - ამის შესახებ bm.ge-ის კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო არაფერს აკეთებს და კლინიკებს შავ დღეში აყენებს.

„მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. როგორ შეიძლება თვითღირებულებაზე 4-5-6 ათასით ნაკლები იყოს ოპერაცია?! თანამშრომლებს საიდან მივცე ხელფასი?! შევამცირეთ ხელფასები 30%-ით. საბჭოს სხდომებზე საუბრები დროის გაყვანის ტაქტიკაა, მეტი არაფერი. ამ მინისტრის ხელში არაფერი შეიცვლება. ეს არის ივანიშვილი კაბაში, რასაც ივანიშვილი ბრძანებს, იმას აკეთებს. მუშა ჯგუფი შევქმენით 10-კაციანი - 5 ექიმია და 5 - იურისტი. დადიან სამინისტროში და უკვე 2 თვეა ვერაფერი კეთდება. დღეიდან უკვე ანგიოლოგიური ოპერაციებიც შეჩერდა. ავადმყოფებს უარს ვეუბნებით, რადგან განფასება არ გვაქვს და არ ვიცით, რა ფასად უნდა გავუკეთოთ. ვინც იანვარში გააკეთა ოპერაციები, იმათაც ყველაფერი წაუშალეს და ახალი ფასები არ დაუდიათ. აგონიაშია სამინისტრო და მთელი მთავრობა. ყველა კლინიკა ერთ მდგომარეობაში ვართ. შავ დღეში ვართ. ალბათ მოგვიწევს ხალათებით ქუჩაში გამოსვლა. სამინისტრო რას აკეთებს? რა თითს გვიქნევს ეს მინისტრი?“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის: ხვალ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" ინიციატივით პარლამენტში ექიმებთან შეხვედრა გაიმართება.