მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასების და კადრების შემცირება - "ღია გული" 520-ე დადგენილების პირველ ეფექტზე საუბრობს

5e2d9facb3d76
თელარა გელანტია
26.01.20 18:18
1416
“იმ ვითარებაში, როდესაც ტარიფების შემცირება ხდება 35%-40%-ით, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის აისახება პირდაპირ და არაპიდაპირ ხარჯებზე და უნდა გავითვალისწინოთ ეს მიმართულებები. შესაბამისად, ხელფასების კლებაც განხორციელდა“, - ეს განცხადება კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ tv „პირველის“ ეთერში მთავრობის 520-ე დადგენილების ეფექტის შეფასებისას განაცხადა.

მიქელთაძე განმარტავს, ჯამში, რა კომპონენტებისგან შედგება ოპერაციის ხარჯი და აღნიშნავს, რომ ხარჯების შემცირების რესურსი, ძირითადად, მხოლოდ ხელფასების ნაწილში აქვთ.

„ჩვენ თუ ავიღებთ ოპერაციის ხარჯი რისგანაც შედგება, ვნახავთ, რომ ერთადერთი ჩვენს შემოსავლებზე შეგვიძლია გავაკეთოთ ეკონომია, რადგან ვერ გააკეთებ ეკონომიას მედიკამენტზე, სახარჯ მასალაზე... ჩვენ არავინ შეგვიმცირა ელექტროენერგიის, გაზის გადასახადების ტარიფი. შესაბამისად, არაპირდპაირი ხარჯი რაცაა, იქაც არაფერია რესურსი, ამიტომ პირველი, რაც ჩვენთან „ღია გულში“ განხორციელდა იყო, ადმინისტრაციულ ნაწილში ხელფასების კლება“, - განაცხადა მიქელთაძემ და დასძინა, რომ სამედიცინო დაწესებულებას უწევს კადრებიც შეამციროს.

„ეკონომიის კუთხით, გარკვეულ თანამშრომლებზეც მოგვიწია უარის თქმა. მე არ ვგულისხმობ ექიმებს, მხედველობაში მაქვს ადმინისტრაციული მიმართულება, მაგალითად, მოლარე, რეგისტრატორი და ა.შ. გარკვეული ეკონომია ხელფასების კუთხით, როგორც ექიმების, ისე ექთნების კუთხით განვახორციელეთ“, - განაცხადა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად, კლინიკიდან კადრების გადინების კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.

„კადრების გადინება დინამიური პროცესია, ამაზე ექიმებიც საუბრობენ, ექთნებიც. უფრო მეტს გეტყვით, ჩემთან მოვიდა ექთანი, რომლიც 20 წელია მუშაობს და მიდის სამსახურიდან სხვა სამსახურში - „ყაზტრანსგაზში“ („თბილისი ენერჯი“), სადაც მისი ფუნქცია იქნება ოჯახებში სიარული და მრიცხველების აღწერა. მიზეზი - უფრო მაღალი ხელფასია. სამწუხაროა, რომ ასეთი კადრების გადინება ხდება“, - განაცხადა დავით მიქელთაძემ.