მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქტიულობის - გვენეტაძე

63da230c451d0
გიორგი თოლორდავა
01.02.23 12:26
1774
ქვეყანაში ნომინალური ხელფასების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია უფრო მაღალია, ვიდრე დასაქმებულების პროდუქტიულობის.

„დღეისათვის რასაც ვამჩნევთ არის ის, რომ ნომინალური ხელფასების ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე პროდუქტიულობის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია არ გადაიზარდოს ე.წ. ხელფასების სპირალში, როდესაც დასაქმებულები მოითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს, დამსაქმებლები კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ამ ყველაფრის ფონზე ფასებიც იზრდება. ცხადია, ამ რისკებსა და ინდიკატორებზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,590 ლარია, რაც 2021 წელთან შედარებით 291 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.