მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასების ზრდის მიუხედავად სამუშაო ძალა არ არის - ილია წულაია

633c87ecdb415
ალა ისპირიანი
04.10.22 23:30
2665
კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაო ძალის ხელფასი გაიზარდა, მიწოდება მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს.

როგორც მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და პრემიერის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა ეკონომიკის და სხვა მინისტრებმა საკითხი დააყენეს, რომ ამ მიმართულებებით სპეციალისტების გადამზადება მოხდეს.

„პრობლემაა განსაკუთრებით "რითეილ" სექტორში და სამშენებლო სფეროში კადრების დეფიციტი. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გამო საკმაოდ მაღალია აქტივობა, როგორც "რითეილ" სექტორში ისე მშენებლობაში, მაგრამ სამუშაო ძალის დეფიციტია. ხელფასების ზრდის მიუხედავად არ არის მუშა ხელი მაინც არ არის.

ეკონომიკის და სხვა მინისტრებმაც დააყენეს საკითხი და მუშაობენ, რომ ამ მიმართულებებით სპეციალისტების გადამზადება მოხდეს“, - განაცხადა ილია წულაიამ.