მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასი, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წევრები იღებენ

60d065915f902
BM.GE
21.06.21 14:29
1101
პარლამენტში დღეს საპენსიო ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. დეპუტატებმა სააგენტოს დირექტორს დაუსვეს კითხვა, თუ რამდენია სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უცხოელ წევრთა ხელფასები, რაზეც სააგენტოს უფროსმა გიორგი დანელიამ განაცხადა, რომ მათი ხელფასები სააგენტოს დირექტორის ხელფასზე ნაკლებია, უფრო კონკრეტულად კი მათი თანამდებობრივი სარგო თვეში 8,500 ლარს შეადგენს. შესაბამისად თითოეული მათგანის წლიური ხელფასი 102,000 ლარია.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტის განმარტებით, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჯან-ფრედერიკ პოლსენი საკუთარი სურვილის შესაბამისად, ორჯერ უფრო დაბალ ანაზღაურებას იღებს.

ამჟამად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან:

• ოლივიე რუსსო;
• ჟან-ფრედერიკ პოლსენი;
• ტიმო ვიჰერკენტა;
• მაიკლ რიდლი.

საპენსიო სააგენტოს წინა დირექტორის ანაზღაურება თვეში 11760 ლარი, ანუ წლიურად 141,120 ლარი იყო.