ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, იურისტმა თედ ჯონასმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა იმ ყალბი გზავნილების შესახებ, რომელთაც ხელისუფლება და მმართველი პარტია აგენტების შესახებ კანონპროექტების თაობაზე ავრცელებდა.
მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს მათი დაფინანსების წყაროების შესახებ სრულ ინფორმაციას წარუდგენენ. ასევე, ამ ორგანიზაციებს ევალებათ ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა მათი დონორების მიმართაც. შესაბამისად, თედ ჯონასი მიიჩნევს, რომ ფინანსური გამჭვირვალობის მოტივი, ამ კანონპროექტების ინიცირების მხოლოდ საბაბს წარმოადგენდა.
“წლების განმავლობაში საქართველოში ბიზნესს ვაწარმოებდი. იურიდიული ფირმა მქონდა – რაც რა თქმა უნდა განსხვავებული სექტორია. შემოსავლების სამსახურისთვის ძალიან ვრცელ დოკუმენტაციას ვადგენდით ჩვენი შემოსავლების შესახებ, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ჩვენი შემოსავლების თითოეული წყარო. იგივე ხდება ენჯეოების შემთხვევაშიც – ამასთან, მათი უმრავლესობა შესაბამისობაში უნდა იყოს არა მხოლოდ ადგილობრივ კანონმდებლობასთან, არამედ – მათ შემოსავლის ყველა წყარო უნდა გაასაჯაროონ თავიანთი დონორებისთვისაც, წლიური ანგარიშების სახით.
გამჭვირვალობა კარგი რამაა. მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობა იყო, გვატყუებენ. რადგან ჯერ ერთი – კანონმდებლობა უკვე ითხოვს დაფინანსების გამჭვირვალობას და მეორე – ისინი მიზნად არ ისახავენ უკიდურესად მემარჯვენე და პრორუსული ჯგუფების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას – იმ ჯგუფების, რომლებიც უშუალოდ მათთან არიან დაკავშირებულები.
ამდენად, გამჭვირვალობა მხოლოდ მოგონილი არგუმენტია. ისევე, როგორც მათი განცხადებები, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ მართლმადიდებელი ეკლესიების წინააღმდეგ არიან. აი, ეს დაშვება საერთოდ საიდან მოვიდა? წმინდა წყლის მოგონილი პროპაგანდაა.
ისევე როგორც ის, რომ დასავლეთს უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს საქართველოს პრემიერი და შემდეგ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. საერთოდ არ მესმის ამ პროპაგანდიდან რა აზრი გამოდის. და აქ კიდევ ერთი დაშვებაა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი კრედიტ სუისია. ეს გებელსის, სტალინის დონის პროპაგანდაა, როცა შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, როცა ტყუილის განმტკიცებაა მთავარი მიზანი. ერთი რაც შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა ის არის, რომ რა დოზითაც ისინი ამ უკიდურეს ტყუილებს გვაწვდიან აჩვენებს, რამდენად შეშინებულები არიან და საზოგადოებამ ეს საკუთარი სიმამაცის განსამტკიცებლად უნდა გამოიყენოს და გზავნილად, რომ მამაცად დარჩენის დროა,”- აცხადებს თედ ჯონასი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა თბილისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ უარი თქვა კენჭი ეყარა უცხოური აგენტების შესახებ ხალხის ძალის კანონპროექტებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო