„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, თუმცა 2/3-დამდე გაიზარდოს პროპორციულობის წილი ამ სისტემაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს განცხადება გააკეთა და ოპოზიციურ სპექტრს კონსენსუსის სწრაფად მიღწევისკენ მოუწოდა, რათა „დასრულდესამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“.
„ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, თუმცა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და მმართველ გუნდში შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ საკითხის ირგვლივ არსებული მყიფე კონსენსუსის შენარჩუნება გუნდში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული ინიციატივასთან დაკავშირებული საკინსტიტუციო ცვლილებება პარლამენტში ჩავარდა. რთული პროცესების შედეგად, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, არსებულ ვითარებაში ოპტიმალურ, კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება. პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გუნდი აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდეს, არჩევნები კი დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ და კონკურენრულ გარემოში ჩატარდეს, რომელზეც ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს და მართვის ძირითად პასუხისმგებლობას.
„ეს ჩვენ ვუთხარით დღეს ოპოზიციასაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინა პირობა კი ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, შეთავაზება ეხება თუ არა მხოლოდ 2020 არჩევნებს,ჩვენი შეთავაზება და კომპრომისული გადაწყვეტილების შემთხვევაში 2020 წლის და 2024 წლების ჩატარდება ამ მოდელით.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის