30.დეკემბერი .2019 10:36

ხელისუფლება ოპოზიციის და მთავრობის ერთიანი ჯაჭვია - გახარია

views 268
უკან

ხელისუფლება ოპოზიციის და მთავრობის ერთიანი ჯაჭვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა მთავრობის მოქმედ და ყოფილ წევრებს, ასევე თავის წინამორბედს მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"2019 წელი საკმაოდ დინამიური იყო და გამოწვევებით სავსე, თუმცა საკმაოდ სერიოზული მიღწევებიც გვქონდა. საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერმა.