მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ვერ შესრულდეს - გიორგი რუხაძე

64579369bd54d
სალომე ხიდურელი
07.05.23 16:35
624
„იმ მატარებლის ლიანდაგს, რომელმაც ევროკავშირამდე უნდა მიგვიყვანოს, რეალურად, არ მივყვებით“ - ამის შესახებ „ანალიტიკაში“ გიორგი რუხაძე, GSAC-ის დამფუძნებელი საუბრობს.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს 12 პუნქტი ვერ შესრულდეს. ამის მაგალითია რუსული კანონი აგენტების შესახებ, რომელიც გასაგები იყო ყველასთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი წინაღობა იქნებოდა ევროინტეგრაციისთვის. ამას დავუმატოთ ისიც, რომ დღეს პრობლემაა ოთხი კორუმპირებული მოსამართლე, რომელთაგანაც სამი სასამართლო სისტემის ლიდერია. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებდეს აქ, პირიქით, მან დაამტკიცა, რომ არსებობს სასამართლო კლანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება და აღმასრულებელი, სასამართლო და საპარლამენტო ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის“, - ამბობს რუხაძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელისშემშლელ, ისე საკუთარი თავისთვის დამაზიანებელ რიტორიკას ავრცელებს.

„ხელისუფლება უკიდურესად დამაზიანებელ რიტორიკას ავრცელებს და საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა არ დაიჯერა, რომ ჩვენი მტერი ევროკავშირია და მას მართლაც უნდა საქართველოს ომში ჩათრევა. რანაირად შეიძლება, ხელისუფლება ამბობდეს, დასავლეთი ცუდიაო და 12 პუნქტიც თითქმის სრულად შევასრულეთო?! ეს ორი რამ ხომ ურთიერთგამომრიცხავია.

ამ ტყუილებში ხელისუფლება თავადვე გაიხლართა და აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება. ხვალვე რომ დაიწყოს ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულება, წამოიწყოს სასამართლო რეფორმა და გაათავისუფლოს ეს კორუმპირებული მოსამართლეები, მერე რას ეტყვის თავის ამომრჩეველს? რომ ამერიკამ დამაძალა და შემაშინაო თუ ადრე ვცდებოდი და ახლა კორუმპირებულები მგონიანო? შევედით სპირალში, საიდანაც ხელისუფლება წაგების გარეშე ვერ გამოვა“, - აღნიშნავს რუხაძე.

კითხვაზე, თუ რამდენად იქნება საკმარისი ხელისუფლების უმოქმედობა 12 პუნქტის შესრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ის მის საწინააღმდეგოდაც არაფერს გააკეთებს, რუხაძე პასუხობს, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

„გულუბრყვილობაა, როცა საზოგადოება ხელისუფლებას ეხვეწება, თუ არაფრის გამკეთებლები ხართ, რამეს მაინც ნუ გააფუჭებთო. ჩვენ აპრიორი ვაღიარებთ, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც რაღაცას აფუჭებს და უნდა დავსვათ კითხვა - რატომ აფუჭებს? იმიტომ, რომ მას ეს აწყობს, ასე სჭირდება. რუსული კანონი რაში სჭირდებოდა? იმიტომ, რომ მოეგუდა თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური სპექტრი დაესუსტებინა, რომ მომავალში მათ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ.

ხელისუფლებას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, უფრო რთულდება არაფორმალური მმართველობა, არჩევნების გაყალბება, ბიზნესის მონოპოლია და ტერორი, სასამართლოს კონტროლი და პროკურატორის იარაღად გამოყენება“, - ამბობს რუხაძე.