24.ივნისი .2022 12:34

ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია - დიპლომატების განცხადება

ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია - დიპლომატების განცხადება
views 1295
უკან

ქართველმა დიპლომატებმა საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. დიპლომატები სამწუხაროს უწოდებენ ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და აღნიშნავენ, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.

ქართველი დიპლომატების შეფასებით, დასანანია, რომ საქართველო გამოეთიშა ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც გუშინ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს.

“საქართველო გამოეყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიზრებოდა. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.

ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანამიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს საშუალება არ მისცა, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა და უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა