მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლებამ მიირთვას მოხარშული სოსისი და ვნახოთ როგორ წავალთ წინ“ - რატომ გაიფიცნენ რესტორნები

60152719eb34a
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 13:47
883
დღეს დილიდან 200-ზე მეტმა რესტორანმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა და მიტანის სერვისიც გააუქმა. სარესტორნო ბიზნესი 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებულ აქციას #სოცაფეთქება შეუერთდებიან.

როგორც გასტრონომთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი bm.ge-თან განმარტავს, ამ ზომამდე ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებებმა მიიყვანა. კერძო სექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას გახსნას ეკონომიკა, რადგან მათი თქმით, სტუმართ-მასპინძლობის სფერომ ყველანაირი რესურსი ამოწურა.

„ჩვენი მთავარი წერტილი ამ მდგომარეობამდე მიყვანის არის ის, რომ სამწუხაროდ 2 დღის წინ, როდესაც ჩვენ შევხვდით ვიცე პრემერს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ჯანადცვის მინისტრს, ეპიდემიოლოგს, იქ არ გამოვლინდა ჩვენი პრობლემის გაზიარება, პირიქით მოხდა იმაში დარწმუნება, რომ ჩვენ ვართ ცუდი ადამიანები და ცუდი საზოგადოება, რომ როგორ ვამბობთ ასეთ სიტუაციაში, როცა ამდენი ადამიანი იღუპება, რომ რესტორნები გავხსნათ. ამან გამოიწვია მთავარი პროტესტი.

200-ზე მეტი რესტორანი გათიშავს დელივერი სერვისს, ხელისუფლებამ მიირთვას მოხარშული სოსისი და ვნახოთ როგორ წავალთ წინ. იმიტომ, რომ მალე ეს სექტორი ამ სიტუაციაში იქნება. ჩვენი მესიჯი არის ის, რომ კვების დაწესებულებების სფერო ძალიან მალე აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას მოგვისმინონ და გახსნან ჩვენი სექტორი და გახსნან ეკონომიკა, ამის იქით გზა აღარ არსებობს, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს კვების სექტორს“- აცხადებს ქოქიაშვილი.

მას არც ხელისუფლების და ეპიდემიოლოგთა ლოგიკა ესმის, როცა ერთის მხრივ იხსნება შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე, მეორეს მხრივ კი ჩაკეტილია ბიზნესი, არ მუშაობს რესტორნები, არ მუშაობს სასტუმრობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაკეტილია ზამთრის კურორტები.

„ მე პირადად ვერანაირი ლოგიკა ვერ მოვისმინე ამირან გამყრელიძისგანაც კი. პრობლემები, რაზეც ვსაუბრობ არ არის ეკონომიკურად გააზრებული. ფინანსთა მინისტრს დავუსვით ესეთი კითხვა, რომ გავიგეთ რაზეც ეპიდემიოლოგი საუბრობს, მაგრამ თვენ რა პოზიცია გაქვთ? ფინანსთა მინისტრი გველაპარაკა 90% ისევ ეპიდემიოლოგიაზე, ეს არის სრულიად გაუგებარი, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, არის კრიზისი, ბევრი რესტორანი კოტრდება და გვინდა კონკრეტული ნაბიჯები. ამას ერთი წელიწადია ვითმენთ და მივედით აქამდე“-ამბობს ქოქიაშვილი