მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებასა და რესტორატორებს შორის შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა - შოთა ბურჯანაძე

601bffb456bf1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 18:25
1480
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობა სარესტორნე ბიზნესს არ აძლევს გეგმას, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებას შეძლებენ. 

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რესტორატორებს შორის შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ბიზნესს არ ესმის, რა ლოგიკით არ არის გაწერილი სამოქმედო გეგმა.

„ასეთ შეხვედრებზე ხშირ შემთხვევაში არის კამათი, რადგან ლოგიკაში ვერ ჯდება ის განმარტებები, რასაც ვისმენთ. ეს ჯანსაღი კამათი იყო და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, არის გაწერილი გეგმის არარსებობა, რომელიც აუცილებლია ბიზნესისთვის, რომ იცოდეს რის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. ამას ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ეს თავიდან ბოლომდე ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტურობის ბრალია. ისინი ვერ საზღვრავენ, რომელი მხრიდან დაუბერავს ქარი, რომ შეძლონ რეაგირება. 

შეხვედრის მნიშნელოვანი ნაწილი ის იყო, დღეს არსებულ შეღავათებზე გვემსჯელა და მომავალი ეტაპისთვის რა შესაძლებლობები აქვთ, ის გაეზიარებინათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საკითხს, გაიხსნებიან თუ არა შაბათს რესტორნები თვითნებურად, შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს საკითხი ხვალ 11:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გაცხადდება.