„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
გადაცემა “წერტილში” მან ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყანას მეორედ მაინც არ წაერთვას ეს შესაძლებლობა. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. სტატუსის ნაცვლად ქვეყანამ ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მიიღო, რაც გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.
“საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი ქვენის სტატუსის მიღებას ნამდვილად იმსახურებს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს შანსი არ წაგვერთვას, რადგან შარშან ეს შანსი წაგვერთვა და ახლა ეს აღარ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში გაიგებენ ქართველი ხალხის ხმამაღალ ნათქვამს, რომ გვინდა ვიყოთ და ვიმსახურებთ ევროპის ნაწილი ვიყოთ, მიუხედავად იმისა მთავრობა რას იზამს. უკრაინასა და მოლდოვას უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს გაძლევთ და გვჯერა რომ თქვენ ამას გააკეთებთ. ბევრი გზა შეიძლება არსებობდეს ამ სტატუსის მისაღებად, მთავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა პრინციპულად მოვითხოვოთ, რომ ეს შანსი არ წაგვართვას. მგონია, რომ ბიზნესსაც შეუძლია ამ მიმართულებით საკუთარი სიტყვა თქვას. ამ წარმატებას [უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება] იმიტომ მივაღწიეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი ერთად დადგა”,-ამბობს ონიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი