მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების წევრები მომდევნო 3 თვე ხელფასის ნაწილს stopcov ფონდში გადარიცხავენ

5e85ee6f582dc
ინგა მურუსიძე
02.04.20 18:09
923
მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი მომდევნო სამი თვე ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიის და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3.

საჭიროებისამებრ, მზად ვართ, დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში”, - განაცხადა კობახიძემ.