მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელმისაწვდომი იქნება გრანტი 2 100 000 ევროს ოდენობით - გერმანიასთან ტექნიკური შეთანხმება გაფორმდა

633ff6a7a8771
BM.GE
07.10.22 13:47
606
საქართველოს პარლამენტმა 92 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ნოტების გაცვლის გზით იდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შეთანხმების საფუძველზე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური დახმარება გრანტის სახით 2 100 000 ევროს ოდენობით.

„აღნიშნული გრანტი მიმართული იქნება პროექტისთვის - „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“, პროექტის განმახორციელებელი იქნება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება და იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით წარიმართება“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.